Monday, November 5, 2012
Saturday, November 3, 2012
1.პროექტის სახელწოდება:
იაკობ ხუცესის "შუშანიკის წამება" - ლიტერატურულ-ისტორიული კონტექსტი
2. პროექტის მთავარი თემა:
იაკობ ხუცესის "შუშანიკის წამება", ჰაგიოგრაფიული ტექსტის ლიტერატურულ-ისტორიული და გეოგრაფიული ასპექტით გააზრება
3.პროექტის აქტუალობა
გაკვეთილი ინტეგრირებულია, რაც მოსწავლეებს ეხმარება საგნებს შორის კავშირის
აღმოჩენაში. ისინი ჰაგიოგრაფიულ ტექსტს გაიზრებენ სხვადასხვა ასპექტით, მოცემულ ფაქტებს დააკავშირებენ ისტორიულ სინამდვილესთან. ასევე, სიღრმისეულად გაიაზრებენ, თუ სად, რომელ გეოგრაფიულ სივრცეში ხდება მოქმედება.
4. პროექტის მიზნები:
- მოსწავლეებს განუვითარდეთ კვლევითი უნარები;
- ისწავლონ ჯგუფური მუშაობა, თანაკლასელებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
- ჩამოუყალიბდეთ არგუმენტირებული მსჯელობისა და პეზენტაციის მომზადების უნარები;
- ისწავლონ თვითშეფასება და თანატოლთა შეფასება;
- ისწავლონ დროის მენეჯმენტი;
- განუვითარდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა;
- განუვითარდეთ ზეპირი მოსმენისა და ანალიზის უნარი.
5. მონაწილეთა ასაკი
15-16 წელი
6. განხორციელების ვადები
2 კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაციები, რომლებსაც განვათავსებთ ბლოგზე
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
6. განხორციელების ვადები
2 კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაციები, რომლებსაც განვათავსებთ ბლოგზე
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი, ინტერნეტი,დამატებითი ლიტერატურა,smartboard
9.პროექტის მსველელობა (ძირითადი აქტივობები):
- თემის შერჩევის შემდეგ კლასი დაიყოფა სამ ჯგუფად;
- შევიმუშავებთ სასწავლო პროექტის განხორციელების გეგმას, განვსაზღვრავთ ვადებს;
- მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავებთ განმსაზღვრელი შეფასების სქემას;
- გამოვავლენთ ჯგუფის ლიდერებს. ჯგუფებში გადანაწილდება დავალებები;
- პირველი ჯგუფი მოამზადებს პრეზენტაციას თემაზე "შუშანიკის წამება" ისტორიულ კონტექსტში;
- მეორე ჯგუფი იმუშავებს თემაზე "შუშანიკის წამება" გეოგრაფიულ კონტექსტში;
- მესამე გუნდი წარმოადგენს საპრეზენტაციო თემას "შუშანიკის წამება" -ლიტერატურული ასპექტები;
- მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემით:
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:
ქართული ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს
შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება.
ქართ. X. 5. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
თინათინ თვალჭრელიძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
tiniko.tvalchrelidze@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
shroshana.blogspot.com
Subscribe to:
Posts (Atom)