Tuesday, May 14, 2013

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
„შუშანიკის წამება“ - ისტორიულ-ლიტერატურული კონტექსტი
(ინტეგრირებული გაკვეთილი: ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა)

სწავლების საფეხური
საშუალო საფეხური , X კლასი
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
მოსწავლეთა რაოდენობა
26
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
·         მოსწავლეები განუმტკიცდეთ მასალის კომპლექსური გააზრებისა და ანალიზის უნარ, წყაროებზე მუშაობის ჩვევა. ჩამოუყალიბდეთ ინფორმაციის მოპოვების, კვლევისა და ორგანიზების უნარ. შეიძენენ ისტორიული და გეოგრაფიული ინფორმაციის წაკითხვის, გაანალიზების, ინტერპრეტაციისა და შეფასების უნარს. გამოიმუშავებენ პრეზენტაციის მომზადების უნარს, განიმტკიცებენ რუკებისა და სხვა ვიზუალურ საშუალებებზე მუშაობის უნარ-ჩვევებს
·         ისტორია:
მოსწავლეებმა შეისწავლონ V საუკუნის ქართლის შესახებ არსებული სამეცნიერო-ისტორიული ლიტერატურა და წყაროები, დაინახონ ამ ეპოქის კულტურული ცხოვრება. დაუკავშირონ გორგასალის ეპოქა "შუშანიკის წამებას".გამოიმუშაონ ეპოქებს შორის კავშირის მოძებნის უნარი. ჩამოუყალიბდეთ ინფორმაციის მოპოვების, კვლევისა და ორგანიზების უნარი.
·         გეოგრაფია:
მოსწავლეებმა დაინახონ საქართველოს ისტორიული გეოგრაფია V საუკუნეში: მისი საზღვრები, მეზობელი სახელმწიფოები. დააზუსტონ ქვემო ქართლის საპიტიახშოს მიჯნები. შეძლონ გეოგრაფიული ტოპონიმების რუკაზე ჩვენება . ჩამოიყალიბონ აუდიტორიის წინაშე გამოსვლისა და წყაროებსა და რუკაზე მუშაობის უნარ-ჩვევები.
·         ქართული:
მოსწავლეებმა შეაფასონ "შუშანიკის წამება" არა მარტო როგორც ლიტერატურული ძეგლი, არამედ ისტორიული წყაროც,რომლის ყველა პერსონაჟი რეალური ისტორიული პირია.შეითვისონ, რომ რწმენისათვის ბრძოლა, სამშობლოსათვის ბრძოლას უდრის.     ლიტერატურული ნაწარმოები დაუკავშირონ V საუკუნის ქართლის სოციალურ-პოლიტიკურ და გეოგრაფიულ ვითარებას, განიმტკიცონ წყაროზე მუშაობის ჩვევები. გამოიმუშაონ საკუთარი აზრის გამოთქმისა და არგუმენტირებული დასაბუთების უნარი, აიმაღლონ კომუნიკაბელურობის და აქტიური მოსმენის უნარ-ჩვევა.

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები

ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.                         
ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება.
ქართ. X. 5. მოსწავლეს შეუძლია  ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.                         
ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.
ქართ. X. 11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.
ქართ. X. 13. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით.                           

ქართ. X. 14. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის კონსპექტის შედგენა შესაბამისი წესების დაცვით.

შეფასების საგანი და პროცედურები
გამოვიყენებ განმსაზღვრელ შეფასებას. მოსწავლეები ფასდებიან  წინასწარ შემუშავებული  შეფასების რუბრიკის მიხედვით.  ფასდება შემდეგი უნარები:

1. აზრის ნათლად ჩამოყალიბების და არგუმენტებით მსჯელობის უნარი;
2. გაკვეთილის პროცესში ჩართულობის ხარისხი;
3. ახალი და ძველი მასალის სინთეზურად გააზრების უნარი;
4. წარმოდგენილი ვიზუალური მასალის ხარისხი და მიზანთან შესაბამისობა.
სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსები
ჭკვიანი დაფა. პრეზენტაციები:
§  „შუშანიკის წამება“ - ლიტერატურული ასპექტები;
§  „შუშანიკის წამება“ - გეოგრაფიული კონტექსტი;
§  „შუშანიკის წამება“ - ისტორიული კონტექსტი.       მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაციები განთავსება ბლოგზე, სადაც უკვე ატვირთულია  აღნიშნული გაკვეთილის მიხედვით დაწერილი პროექტი, რომლის  ინტერნეტ მისამართია: http://shroshana.blogspot.com/
თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
საორგანიზაციო პროცესი (2 წთ)
აქტივობა 1. მინი ლექცია (შესავალი). მასწავლებელი მოკლედ მიმოიხილავს ჰაგიოგრაფიული ტექსტის მნიშვნელობას. აჩვენებს პროექტს, რომლის მიხედვითაც ერთი თვის განმავლობაში იმუშავეს მოსწავლეებმა. წარმოადგენს შეფასების სქემას, რომლის მიხედვითაც მოსწავლეებმა თავად უნდა შეაფასონ თანაკლასელები.
გონებრივი იერიში - კლასს მივმართავ რამდენიმე კითხვით:
  1. რომელ ლიტერატურულ ჟანრს მიეკუთვნება “შუშანიკის წამება”?
  2.რომელ საუკუნეში ხდება ტექსტში აღწერილი მოქმედება?
  3.სად ვითარდება ტექსტში აღწერილი მოქმედება?           4.რომელი გეოგრაფიული ადგილებია მასში ნახსენები? (10წთ)

აქტივობა 2. კლასი დაყოფილია სამ  ჯგუფად. თითოეულს დავალებული აქვს სხვადასხვა საკითხზე პრეზანტაციის მომზადება. ჯგუფების ლიდერები თანმიმდევრულად წარმოადგენენ მომზადებულ მასალას ჭკვიანი დაფის საშუალებით.
მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციას - „შუშანიკის წამება“ - ლიტერატურული ასპექტები (15წთ)

აქტივობა 3. მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციას - „შუშანიკის წამება“ - გეოგრაფიული კონტექსტი (15წთ)

    აქტივობა 4. მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციას - „შუშანიკის წამება“ - ისტორიული კონტექსტი (1
5წთ)

აქტივობა 5. ვაფასებთ მოსწავლეების ნამუშევრებს წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემის მიხედვით.ვაძლევ მითითებებს. (10წთ)

აქტივობა 6.  მოსწავლეებს ჭკვინი დაფის საშუალებით ვაჩვენებ ჩემ მიერ  ისტ-ის გამოყენებით მომზადებულ დავალებებს, რომლითაც ერთგვარად ვაჯამებ გაკვეთილს, ვაერთიანებ ყველა წარმოდგენილ თემას. (20წთ)

   აქტივობა 7.
 საშინაო დავალება  „შუშანიკის წამების“  ლიტერატურულ-ისტორიული მნიშვნელობა (3წთ)
შეფასება
განმსაზღვრელი